მომხმარების პირობები
მოგესალმებით კომპანია Ripanda Kids ვებ გვერდზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და მათ დანართებს. ვებ-გვერდის www.ripandakids.com - ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე. წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართი წარმოადგენს თქვენსა და “Ripanda Kids” შორის დადებულ სავალდებული ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ ripandakids.com ვებ-გვერდის გამოყენებას.
როგორც საქართველოში კანონმდებლობა, ასევე ჩვენი ბიზნესი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ შესაძლებელია მოცემულ სამომხმარებლო შეთანხმებაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულიარ წარმოასდგენს ჩვენს ვალდებულებას, შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, ამიტომ გთხოვთ პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.
ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობის წესს და პირობებს.
Ripanda Kids არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის www.ripandakids.com საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.
www.ripandakids.com-ზე განთავსებული საქონელი ხელმისაწვდომია კომპანია Ripanda Kids-ის სავაჭრო ობიექტებში.
საიტზე არსებულ ყველა პროდუქტის სარეალიზაციო ფასი მითითებულია უშუალოდ გასაყიდ ნივთზე. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას ეხება ფასდაკლება, ფასდაკლებული ფასი მითითებულია.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია
არასწორია რაც გამოწვეულია ტექნიკური ან სისტემური
შეცდომით, კომპანიას უფლება აქვს ამ შემთხვევაში უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს
შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია.